|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რესპუბლიკა კაზანტიპის" ტერიტორია ამორალური საქციელისთვის რამდენიმე სტუმარს დაატოვებინეს

ამორალური საქციელისთვის და უხეშობისთვის,"რესპუბლიკა კაზანტიპის" ტერიტორია, პოლიციამ რამდენიმე სტუმარს დაატოვებინა. "რესპუბლიკა კაზანტიპის" ხელმძღვანელობა მოუწოდებს თითოეულ სტუმარს, გაითვალისწინონ, რომ "კაზანტიპში" ზუსტად ისევე იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და კანონს, როგორც სხვაგან. 
"არაერთი განცხადება, პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში, პოლიციის მხრიდან განსაკუთრებული კონტროლის შესახებ რეალურია. იმედს გამოვთქვამთ, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება, რადგან კაზანტიპის მთავრობა წინააღმდეგია საქართველოს ტრადიციების შეურაცხმყოფელი და ამორალური საქციელის. ასე რომ, გაატარეთ ყველაზე ბედნიერი ზაფხული ანაკლიიდან განმუხურამდე გადაჭიმულ ულამაზეს სანაპიროზე, უმაგრეს მუსიკოსებთან ერთად და შეიგრძენით რეალობის რეალური ალტერნატივა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში", - ნათქვამია "კაზანტიპის" ადმინისტრაციის განცხადებაში. 
რაც შეეხება, ჩამოსულ მომღერლებს, 21 აგვისტოს ფესტივალის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ RICARDO VILLALOBOS-ის მოსმენის. მის გარდა დღეს მსმენელის წინაშე წარსდგებიან GUY GERBER, SONJA და კიდევ უამრავი შემსრულებელი.

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი