|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია მდინარე ოღასკურას კალაპოტის გამაგრებას გეგმავს

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა მდინარე ოღასკურას კალაპოტის გამაგრებას გეგმავს. მერიამ კაპალოტის გამაგრების პროექტის დაფინანსების თხოვნით (1 მილიონ 950 000 ლარი) რეგიონალურ განვითარების ფონდს  მიმართა. 

"ჩვენ რეგიონალური განვითარების ფონდს წარვუდგინეთ 13 ინფრასტრუქტურული პროექტი. მათ შორის არის  მდინარე ოღასკურას კალაპოტის გამაგრება. იმედი გვაქვს  დაგვიფინანსებენ", - ამბობს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსმა  მალხაზ ბასილაძემ.  
უხვი ნალექის დროს  მდინარე ოღასკურა დიდდება და ის ადგილობრივ  მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. 

ავტორი: თეკლე მორგოშია