|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, მოწონების რეიტინგში პატრიარქი პირველ ადგილზეა

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტებს ყველაზე მეტად პატრიარქი მოსწონთ. ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც 23 ივლისიდან 7 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდა , საქართველოს პატრიარქის მოწონების მაჩვენებელი 91%-ით განისაზღვრა.
რეიტინგში შემდეგი სამი ადგილი ხელისუფლების წარმომადგენლებს უჭირავთ. ირაკლი ალასანია 60%-ით, ირაკლი ღარიბაშვილი - 54%-ით და დავით უსუფაშვილი - 51%-ით. მოწონების რეიტინგში მეხუთე პოზიციაზე 48%-ით დავით ბაქრაძეა. შემდეგ ადგილებს კი ასევე  48%-ით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, 45%-ით - ბიძინა ივანიშვილი, ასევე 45%-ით დავით ნარმანია, 44-44 პროცენტით - თეა წულუკიანი და კახი კალაძე, 39%-ით კი ეკა ბესელია იკავებენ. 
როგორც "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა, მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, რეიტინგში მოცემული თითქმის ყველა პირის მოწონების მაჩვენებელი შემცირებულია, მათ შორის, აპრილში პატრიარქის მოწონების მაჩვენებელი 96%-ს შეადგენდა, ირაკლი ალასანიასი 67%-ს, ირაკლი ღარიბაშვილის - 64%-ს, დავით უსუფაშვილის – 61%-ს, დავით ბაქრაძის - 51%-ს. 
ის, ვისი მოწონების მაჩვენებელის გაზრდილია აპრილთან შედარებით, არის გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც წინა კვლევაში 46%-იანი მოწონების მაჩვენებელი ჰქონდა და დავით ნარმანია, რომელიც აპრილში 41%-ს მოსწონდა.

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა