|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კანონი არასასურველი sms რეკლამისაგან გაგათავისუფლებთ

არასასურველი სატელეფონო სარეკლამო შეტყობინებისგან თავის არიდება მოქალაქეებს უკვე  გამარტივებული წესით შეუძლიათ. მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მიმართოს კომპანიას და მის პირად ნომერზეე.წ. sms სპამის გაგზავნა აუკრძალოს.„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში ერთი თვის წინ შესული ცვლილებები ძალაში გუშინდელი დღიდან შევიდა. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში განმარტავენ, რომ ახალი რეგულაციები კომპანიებს ავალდებულებს, შექმნან ისეთი სისტემა, რომლითაც sms-ის მიმღებს სარეკლამო შეტყობინებებზე უარის თქმა იმავე ფორმით შეეძლება, რა ფორმითაც  სარეკლამო შეტყობინებას იღებს.

„აქამდე მომხმარებლებს მხოლოდ წერილობით შეეძლოთ კომპანიისთვის მიემართათ და ეთხოვათ, რომ მათი ნომერი ამოეღოთ ბაზიდან, მაგრამ პრობლემას ქმნიდა ის გარემოება, რომ თავად კომპანიები არ აგზავნიან შეტყობინებებს. ამისთვის ისინი იყენებენ შუამავალ კომპანიებს, შესაბამისად  მომხმარებლებს პასუხობდნენ, რომ მათ ბაზიდან ნომრის ამოღება არ შეუძლიათ. დღეიდან კი სმს რეკლამის ბოლოს შესაძლოა იყოს მითითებული ნომერი, რომელზე დარეკვის შემთხვევაშიც მომხმარებელი მისი მონაცემების ბაზიდან ამოღებას მოითხოვს. იგივე იქნება ელექტრონული ფოსტის შემთხვევაშიც“,- აცხადებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.

მათივე ცნობით, შესაძლოა არსებობდეს ალტერნატიული საშუალებებიც, მაგალითად ცხელი ხაზი ან ვებ-გვერდი, სადაც შესვლის შემდეგ მომხმარებელი აკრეფს საკუთარ ნომერს და მის დაბლოკვას მოითხოვს.

არასასურველი სარეკლამო შეტყობინებების გამო მომხმარებლები უკვე დიდი ხანია ჩივიან. 

იხილეთ სრულად

commersant.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა