|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სოციალურად დაუცველებისთვის სამედიცინო აქცია ჩატარდა

ქუთაისში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სამედიცინო აქცია ჩატარდა. აღნიშნული აქცია მუხნარის დასახლებაში მოეწყო. 100-მდე სოციალურად დაუცველმა ოჯახის ექიმის კონსულტაცია მიიღო და მათ შესაბამისი რეცეპტებიც გამოწერათ.

სამედიცინო აქცია ქუთაისის მერიის ინიციატივით მოეწყო, რასაც ქალაქის მერი, შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დვალიც დაესწრნენ.
"1 სექტემბრიდან კანონში ახალი რეგულაციები შევიდა. გარკვეული მედიკამენტები რეცეპტის გარეშე არ გაიცემა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ იმ ადგილებში, რომელიც ქალაქსაა მოშორებული, სოციალურად დაუცველი ფენისთვის ექიმი უბანშივე მიგვეყვანა. მსგავსი აქციის მოწყობა პირველი 10 დღე მნიშვნელოვანი იქნება, შემდეგ კი ეს ყველაფერი ეტაპობრივად დარეგულირდება," - განაცხადა შოთა მურღულიამ.

ავტორი: ნიუპრესი