|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თავშესაფრები ცხოველების სასაკლაოდ აქციეს - ქუთაისში ცხოველთა უფლებადამცველებმა შეხვედრა გამართეს

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს, დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთათვის, ცხოველთა უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობის აღწერა/გაცნობა წარმოადგენდა. ასევე რეკომენდაციების გაწევა უსახლკარო ცხოველთა პოპულაციური მართვის მეთოდების მიმართულებით.

მათი თქმით, რაიონებში არასწორად ხორციელდება უსახლკარო ცხოველთა პოპულაციური მართვა. „ცხოველთა თავშესაფრებში, რომელთაც მუნიციპალიტეტები აფინანსებენ, იყენებენ  არაჰუმანურ მეთოდებს, ხდება ცხოველთა სასტიკი მეთოდებით დაჭერა და განადგურება. ამიტომ მოვუწოდებთ მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებს, რომ მხედველობაში იქნას მიღებული საერთაშორისო სტანდარტები და რეგულაციები. გაითვალისწინონ  და მხედველობაში მიიღონ პოპულაციების მართვის ჰუმანური მეთოდები“, -აღნიშნა ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ფონდის წარმომადგენელმა თემურ ლაჭყეპიანმა.

მან  წარმოადგინა მათ მიერ მოპოვებული ის მასალები, სადაც სხვადასხვა ე.წ. თავშესაფრებში ცხოველების მძიმე მდგომარეობა იყო ასახული. მათი თქმით, დასავლეთ საქართველოში არსებულ ორ თავშესაფარში  თავშესაფრის სახელით ცხოველთა სასაკლაო მოქმედებს. ტენდერში გამარჯვებული იდმეწარმეები სახელმწიფოდან ცხოველების თავშესაფრისთვის დაფინანსებას ბიუჯეტიდან  იღებენ, თუმცა რეალურად ცხოველებს ანადგურებენ.

„ორ ვოლიერში ორასამდე ძაღლი მოყავთ და შემდეგ სად აქრობენ  ამ ძაღლებს არავინ იცის. ამასთან ერთად როდესაც გალიაში ორასი ძაღლია მათი გამოკვება შეუძლებლია. მათ რეალურად შიშილითა და ავადმყოფობით ხოცავენ“, -აღნიშნეს უფლებადამცველებმა.

ცხოველთა უფლებადამცველების თქმით ამ პრობელმას  არაერთი საპროტესტო აქციები მიუღვნეს. თუმცა მაგალითად ქუთაისში ამ აქციებს მოქალაქეების მხირდან არავინ შეუერთდა. „გაოცებულები დავრჩით, როდესაც საზოგადოებამ სრული გულგრილობა გამოიჩინა ცხოველების ბედის მიმართ“, - აღინიშნა შეხვედრაზე.

ორგანიზაციების წარმოადმგენლები გამოსავლის ძიებას სხვადასხვა კუთხით გეგმავენ როგორც საგანმანათლებლო, ისე სასამართლოს გზით.


ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა