|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაერო-აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად 3 171 ადამიანია დაღუპული

გაერო-ს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად 3 100-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. 

"აღმოსავლეთ უკრაინაში 11 სექტემბრის მონაცემებით, დაღუპულია 3 171 ადამიანია, მათ შორის -  სულ მცირე 27 ბავშვი. საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიჭრა 8 061 ადამიანი, რომელთაგან სულ მცირე 56 ბავშვია", - ნათქვამია გაერო-ს ანგარიშში. 
გაერო-ს მონაცემებით, 12 სექტემბრისთვის აღმოსავლეთ უკრაინა იძულებით დატოვა 262,9 ათასმა ადამიანმა და უკრაინის სხვა რეგიონებში გადავიდა, 366,8 ათასმა მცხოვრებმა კი თავი მეზობელ ქვეყნებს შეაფარა. 
წყარო: ipn.ge 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა