|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება დაამტკიცა

ქუთაისის საკრებულომ  დღეს მიმდინარე  რიგგარეშე სხდომაზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულება დაამტკიცა. 

აღნიშნული დებულების  დამტკიცების წინააღმდეგ საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატები წავიდნენ.
"ჩვენთვის გაურკვეველია, რატომ უნდა  ჩატარდეს ატესატაციის შემდეგ გასაუბრება", - განაცხადა "ნაციონალმა" დეპუტატმა, ბესო ბრეგაძემ. 
ბრეგაძეს ახსნა-განმარტებები ატესატაციასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე, ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ მისცა. ქალაქის მერის განმარტებით, ატესტაციაში  მხოლოდ მინიმალური მოთხოვნებია. "ამიტომაც საჭირო არის, ადამიანმა, რომელსაც შესყიდვების  სამსახურში სურს დასაქმდეს, შესყიდვების შესახებ კანონი  იცოდეს", -  განმარტა შოთა მურღულიამ. 
  

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა