|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკანალიზაციო ჭიდან მანქანის ამოსაყვანად მისული სამაშველოს მანქანა ჭაში თავად ჩავარდა (Photo)

ქუთაისში, გამსახურდიასა და შარტავას ქუჩების გადაკვეთაზე ღიად დატოვებულ საკანალიზაციო ჭაში ჩავარდილი ავტომანქანის ამოსაყვანად მისული სამაშველო სამსახურის მანქანა ჭაში თავად ჩავარდა.

ადგილზე გამოძახებული 112-ის ავტომანქანა საკანალიზაციო ჭაში მას შემდეგ ჩავარდა, როდესაც ღიად დატოვებულ ჭაში ჩავარდნილი ავტომანქანა ამოიყვანეს. მანქანა დაზიანებულია. 

დღის მანძილზე ზემოთაღნიშნულ ტერიტორიაზე ღიად დატოვებულ საკანალიზაციო ჭაში 5 ავტომანქანა ჩავარდა. ვტომანქანების მძღოლებისთვის ღია საკანალიზაცია ჭა შეუმჩნეველი დატბორილი ქუჩის გამო გახდა.

ქუთაისში დილიდან წვიმს.



ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა