|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტი მთავრობისგან 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს ელოდება

მთავრობა, უახლოეს ორ დღეში, პარლამენტს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს. კონსტიტუციის გათვალისწინებით, მთავრობა ვალდებულია , მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს წარუდგინოს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე არა უგვიანეს სამი თვისა. შესაბამისად, ფინანსური დოკუმენტი პარლამენტში პირველ ოქტომბრამდე უნდა შევიდეს.
როგორც ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი მთავრობას დღეს წარედგინება, რის შემდეგაც დოკუმენტი პარლამენტში შევა.

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა