|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბენეფიციარებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს

ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის ფინანსური მხარდჭერითა და წითელი ჯვრის ორგანიზაციის ინიციატივით, "ხანდაზმულთა სოციალური ცენტრ"- ში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

მოხუცებს ეს დღე იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და ქუთაისის მერის მოადგილემ კოტე ქავთარაძემ მიულოცეს.
დღევნადელ დღესთან დაკავშირებით, „ხანდაზმულთა სოცილური ცენტრი“ - ს ბენეფიციარებმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს და სტუმრებისთვის სადღესასწაულო ღონისძიება გამართეს. მოხუცებს 1 - ელი ოქტომბერი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმაც მიულოცეს მცირე კონცერტით.
ხელისუფლების წარმომადგენლები ბენეფიციარების პრობლემებსაც გაეცნენ და მოხუცებს არსებული პირობების გაუმჯობესებას დაპირდნენ.
ქუთაისის „ხანდაზმულთა სოციალური ცენტრი“ უკვე ათი წელია რაც ფუნქციონირებს და ცენტრს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ქუთაისის მერია უწევს ფინანსურ მხარდაჭერას.

ავტორი: ნიუპრესი