|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ქალთა მიმართ ძალადობას აპროტესტებენ

   „ძალადობა სიყვარული არ არის“,  „აეროზოლი ვერ დამიცავს“,  ძალადობის დაგმობა სირცხვილი არ არისამ  სლოგანები  ქუთაისში, მოქმედმა მედიამ   და სამოქალაქო საზოგადოების  წარმომადგენლებმა  ქალთა  მიმართ  ძალადობა  დაგმეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მარიტა ტყეშელაშვილის  აზრით,  ბოლო დროს   გახშირებული   ქალთა მკვლელობები  არსებული  სტერეოტიპებისა და  აღზრდის  შედეგი.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი რნალისტი  გიგა გელხვიძეა. „ქუთაისელმა ჟურნალისტებმა გადავწყვიტეთ გამოვხმაურებოდით საქართველოში მომხდარ ბოლოდროინდელ მოვლენებს და ჩვენი აზრი დაგვეფიქსირებინა. ხშირად ვაწყდები ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჟურნალისტებისთვის ქმრების მხრიდან ქალთა მკვლელობა და ძალადობა უბრალოდ მორიგი სკანდალური მასალაა და მეტი არაფერი, ამ დროს კი ეს ჩვენთვისაც ისეთივე სატკივარია, როგორ ნებისმიერი სხვა მოქალაქისთვის.“ -განაცხადა გიგა  გელხვიიძემ.

 

 

 

ავტორი: თამარ რაზმაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა