|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მოძრაობა "დაიცავი კონსტიტუციის 48-ე მუხლი" დაფუძნდა

ქუთაისში   მოძრაობის  "დაიცავი კონსტიტუციის 48-ე მუხლი"  პეზენტაცია გაიმართა.

ორგანიზაციის მიზანია,  დაიცვას კონსტიტუციის 48-ე მუხლი,  რომელიც ქეყანაში პარლამენტის ადგილმდებარეობას განსაზღვრავს.

 მოძრაობის წევრები მოუწოდებენ  არასამთავრობო   ორგანიზაციებს   და  რიგით მოქალაქეებს  შეუერთდნენ მოძრაობას  და არ მისცენ ხელისუფლებას კანონის დარღვევის უფლება.     ორგანიზაციის   ერთ-ერთი  დამფუძნებლის, ქეთი   ბერძენიშვილის  თქმით,  "საპარლამენტო  უმრავლესობის  წევრებს პარლამენტის ქუთაიში ფუნქციონირება  არასდროს მოსწონდათჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ პარლამენტი ქუთასში უნდა დარჩეს, შემოგვიერთდნე და   ერთად  დავუმტკიცოთ მა, რომ ისინი არღვევენ კანონს და მოქალაქეებსაც კანონდარღვევისკენ მოუწოდებენ." - განაცხადა ქეთი ბერძენიშვილმა.

 მოძრაობის "დაიცავი კონსტიტუციის 48-ე მუხლი"  წარმომადგენლები პირველ გასვლით სხდომას ორშაბათს, ბაღდაის  მუნიციპალიტეტში  გამართავს.  მოძრაობას ამჟამდ  5 არასამთავრობო ორგანიზაცია უერთდება.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა