|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის აკადემიაში გასვლითი სესია მოეწყო

გელათის მონასტრის აკადემიის შენობაში გასვლითი სესია მოეწყო, რომელზეც საზოგადოებას ღვთისმშობლის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების ანგარიში წარუდგინეს.

,,საზოგადოებას აინტერესებს,   თუ რა ხდება გელათის ტაძარში, რა სამუშაოები ჩატარდა ერთი წლის განმავლობაში და კიდევ  რა უნდა   გაკეთდეს.  სწორედ ამის გამო  შევკრიბეთ სპეციალისტები, რომელიც წარმოგვიდგენენ ა საკიხებს." - განაცხადა  პროექტის ხელმძღვანელმა,   მაკა დვალიშვილმა.

 ამ ეტაპზე,  გელათის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.   ხორციელდება ორი პროექტი;  არქიტექტურულ რეაბილიტაციის  და  მეორე, რაც ტაძრის გუმბათში არსებული ფრესკების კვლევას და მის აღდგენას ითვალისწინებს. პროექტს მსოფლიო ბანკი,  მუნიციპალური განვითარების ფონდი და აშშ-ს  საელჩო  აფინანებს.

გელათის სამონასტრო კომპლექსი იუნესკოს მსოფლიო  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეყვანილი და ამჟამად მისი რენომინაციის  პროცესი მიმდინარეობს. 

 

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა