|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორმა წყალტუბოს სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

იმერეთის გუბერნატორიმა ზაზა მეფარიშვილმა წყალტუბოში მიმდინარე საერაბილიტაციო სამუშაოები და ცენტრალური სტადიონი დათვალიერა. ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას, მის თანამედროვე სპორტულ- გამაჯანსაღებელ ცენტრად გადაქცევას, 6 მილიონნახევარი ლარი მოხმარდება. სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება და ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ზაზა მეფარიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის, უწყებრივი სამსახურების და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა სადაც 9 თვიანი მუშაობის შედეგები განიხილა, ყურადღება გაამახვილა პრიორიტეტებისა და სამომავლო სამოქმედო გეგმის სწორად განსაზღვრაზე, კოლეგიალური მუშაობის პრინციპებზე, დროული და მიზნობრივი რეკომენდაციების გაცემის მნიშვნელობაზე.

იმერეთი გუბერნატორი ადგილობრივი გადასახადების რესურსის მოძიებისა და შევსების, სწორი საფინანსო პოლიტიკის შემუშავების, ახალი ინოვაციების დანერგვის, განახლების პროცესში მყოფი წყალტუბოში უკეთესი ბიზნეს გარეომოს შექმნის საკითხებით_დაინტერესდა.  

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის კონსტანტინე მამისეიშვილის განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ეფექტურია გამგეობის შიგა მენეჯმენტისათვის, პრობლემატური საკითხების გადაწყვეტისათვის, პრიორიტეტების გამოკვეთისა და ხარვეზების გამოსწორებისათვის.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა