|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში რესტავრირებული ექსპონატები გამოფინეს

ქუთაისის სახელმწიფო ისტორულ მუზეუმში რესტავრირებული ექსპონატების გამოფენა „ძველი კოლექციის ახალი სიცოცხლე“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ფერწერული ტილოები, საეკლესიო ფრესკები, კერამიკისა და ბრინჯაოს ნაკეთობები, სულ დაახლოებით 80-მდე ექსპონატი. აღიშნული ნივთები წლების მანძილზე მუზეუმის საცავში ინახებოდა.

 მუზეუმის დირექტორის, ომარ ლანჩავას თქმით, შესაძლოა,  კიდევ ერთი გამოფენა მოეწყოს, სადაც მხოლოდ ხეზე შესრულებული ფერწერული ხატები იქნება წარმოდგენილი. მუზეუმში ასეთი 240 ხატია.

„ძველი კოლექციის ახალი სიცოცხლის“ დათვალიერება მსურველებს ერთი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.  შემდეგ ექსპონატები მუზეუმის ფონდსაცავს დაუბრუნდება.

პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დახმარებით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის  ხელშეწყობით მომზადდა.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა