|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს მამა თეოდორე სტუმრობდა

    აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით მამა თეოდორე გიგნაძემ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა საზოგადოებრივი ძალადობა და აგრესია იყო. სტუდენტებისა და ორგანიზატორების განცხადებით, მამა თეოდორეს მოწვევა  ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებამ გადააწყვეტინათ.

    ,,ჩვენ გასულ წელსაც გვყავდა მოწვეული მამა თეოდორე, რამაც ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია. დღეს  ქვეყანაში ძალადობისა და აგრესიის თემები ძალზე აქტუალური გახდა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ისევ მოგვეწვია." - განაცხადა სტუდენტური თვითმმართველობის წევრმა, ბესო კავცელაძემ.
    ,,შეხვედრის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით გავიგე, რადგანაც თემა ძალზე აქტუალურია, გადავწყვიტე, მოვსულიყავი." - განაცხადა სტუდენტმა, თამთა ჭეიშვილმა.
    მამა თეოდორეს განცხადებით, მისი ჩამოსვლა საზოგადოების მოთხოვნა იყო.
    ,,ამ თემებზე ეკლესია ყოველთვის საუბრობს. დღესდღეობით მომხდარი არასასიამოვნო ფაქტები საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გამოიყენა იმისთვის, რომ ეკლესია დაედანაშაულებინათ ყველაფერ იმაში, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. თუმცა მე, როგორც მღვდელმა, შემიძლია საკუთარი თავი დავადანაშაულო, იმის გამო, რომ ღვთის სიტყვა საზოგადოებამდე ისე ვერ მივიტანე, როგორც საჭიროა."- განაცხადა მამა თეოდორემ.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა