|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის მიღება, შესაძლოა, გადაიდოს

   უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ფარული  მოსმენების შესახებ კანონპროექტის მიღება,  შესაძლოა,  გადაიდოს.   კანონპროექტის მიღების გადადებას ეწინააღმდეგებიან როგორც ,,ნაციონალურ მოძრაობის"  წარმომადგენლები,ასევე კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთი ნაწილი.

   ,,რამოდენიმე თვეში ერთხელ ხდება ამ საკითხის გადავადება.  იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლავ ჰქონდეს მოსმენების გასაღები და ის ათასობით აბონენტი, რომელიც  უკანონოდ არის ჩართული სამინისტროს მოსმენების ქსელში შეინარჩუნოს ხელისუფლებამ. ჩვენ არ მივცემთ ხმას ამ კანონპროექტს, თუმცა აქ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი არის პრეზიდენტის პოზიცია.  თუ პრეზიდენტი დაადებს ამ ყველაფერს ვეტოს, ის დაამტკიცებს, რომ არის არა ხელისბიჭი ამ ხელისუფლებისა, არამედ მას შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება." - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
   ,,მიმაჩნია, რომ ამ საკითხის მიღება არ უნდა გადავადდეს, ასევე მე მომხრე ვარ იმისა, რასაც ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციები" - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა
    განსხვავებული შეხედულება აქვს ამ საკითხზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილს.  მისი თქმით, კანონპროექტის ავტორები ობიექტური მიზეზების გამო ითხოვენ საკითხის გადავადებას.
„მოსმენები მგრძნობიარე საკითხია ყველასთვის. როგორც ჩემთვის ცნობილია, კომპანიები ვერ იღებენ პასუხისმგებლობას. გარდა ამისა, ეს კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული. იმას, რომ მივიღოთ კანონი, რომელიც ვერ შესრულდება და სახელმწიფო იზარალებს, სჯობია, მოვიცადოთ,“ - ამბობს სესიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დავის საგანს წარმოადგენს ე.წ. "გასაღების"საკითხი - თუ ვის ექნება წვდომა მობილური კომპანიების მიერ მოპოვებულ და დაცულ ინფორმაციაზე.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა