|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არასამთვრობო ორგანიზაციები პარლამენტს "ორგასაღებიანი სისტემის" მიღებას სთავაზობენ

„ფარულ მიყურადებასთან"  დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი და მობილური ოპერატორების მონაცემებზე პირდაპირი წვდომის საკითხი განიხილეს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალში.

ფილიალის თავმჯდომარის, გიორგი ჭიქაბერიძის თქმით, მობილური ოპერატორების მონაცემებზე პირდაპირი წვდომის საკითხის ესახებ  გადაწყვეტილების მიღების ვადა 2015 წლის აპრილამდე არ უნდა გაიზარდოს. კამპანიაში "ეს შენ გეხება-ისევ გვისმენენ" გაერთიანებული ორგანიზაციებს მიუღებლად მიაჩნიათ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობის 2015 წლის აპრილამდე გაგრძელებას ითვალისწინებს.

„ ჩვენ, არასამთავრობო სექტორი ვეწინააღმდეგებით ამ ვადის გადაწევას, რადგან პარლამენტს დროულად უნდა მოემზადებინა საკანონმდებლო რეაგულაცია თუ ვის ექნებოდა მობილური ოტერაპორების მონაცემებზე წვდომის გასაღები. ჩვენის მხრივ, სახელმწიფოს კომპრომისულ ვარიანტს ვთავაზობთ, მიღებულ იქნას ორგასაღებიანი სისტემა და მოსმენის უფლება კომუნიკაციების კომპანიებს და სასამართლოს ჰქონდეს, რომელთა გარეშეც შს სამინისტრო ფარულ მიყურადღებას ვერ განახორციელებს"-განაცხადა გიორგი ჭიქაბერიძემ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა