|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რუსთავი2": "ამალია ჯიბლაძეს ფონოგრამით არ უმღერია"

რუსთვი2-ზე "ნიჭიერის" სცენაზე ამღრებულმა ამალია ჯიბლაძემ მაყურებელთა გულები დაიპყრო. ჟიურის წევრები აატირა და დარბაზის დიდი სიყვარული დაიმსახურა. 

 ამალიას ნამღერს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მომღერალი ანრი ჯოხაძე აცხადებს, რომ ამალიამ ფონოგრაფაზე იმღერა. 
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბოლო ფრაზა, როცა მისი ნამდვილი ხმა დაედო იმ ნამღერს, იქ ცოტა წკმუტუნებს. ეს ჩანაწერში კარაგად ჩანს. ეტყობა, ხმის რეჟისორმა დროზე ადრე გაუხსნა მიკროფონი. საწყენი ის კი არ არის, რომ ფონოგრამაზე იმღერა, არამედ ის, რომ ამდენი ემოცია, რომელიც ამ ქალბატონმა გულწრფელად ხალხისგან დაიმსახურა, ეს მისი მხრიდან იყო დადგმული და სიცრუე მოცემულ სიტუაციაში"- ამბობს  მომღერალი ანრი ჯოხაძე. 

 ანრი ჯოხაძის აზრს იზიარებდა პოლიტიკოსი გოგა ხაჩიძეც. ამის გამო ის რუსთავი2-ის პროექტ "ბრავოდან" მოხსნეს.  ხაჩიძე მომღერალი გიორგი ბერიძის ლობისტი იყო. პოლიტიკოსი ამ ფაქტს facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება: 
„გიორგი, ბოდიშს გიხდი შექმნილი სიტუაციისთვის. იცი, რომ მას შემდეგ, რაც „ბრავოში" შენი ლობისტი გავხდი, მცდელობას არ ვაკლებდი და მთელი მონდომებით ვემზადებოდი შენს მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, ერთ კონკრეტულ ნამღერზე ჩემთვის ობიექტური ე ჭ ვ ი გამოვთქვი და არხის ხელმძღვანელობამ ეს ლამის პირადი შურაცხყოფის რეგისტრში აიყვანა. სასაცილოა, მაგრამ ამის გამო თურმე პროექტიდან „მომხსნეს". როგორც ჩანს ვეღარ დაგეხმარები... შენ მართლა ნიჭიერი, ძალიან კარგი მომღერალი ხარ და წარმატებები მინდა გისურვო!" - აღნიშნულია ხაჩიძის მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში.

ტელეკომანია "რუსთავი2" ამალია ჯიბლაძის გამოსვლასთან დაკავშირებულ ხმაურზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:
"სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“ კატეგორიულად უარყოფს სოციალური ქსელით დღეს გავრცელებულ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროექტ "ნიჭიერის" ერთ-ერთმა მონაწილემ ამალია ჯიბლაძემ საკონკურსო სიმღერა ფონოგრამით შეასრულა. "-ნათქვამია "რუსთავი2-ის" განცხადებაში.

მოამზადა: თამარ რაზმაძემ

ავტორი: ნიუპრესი