|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"Newpress.ge-ზე გასულ სიუჟეტს ჯანდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა

ინტერნეტ პორტალ "Newpress. ge-ზე გასულ სიუჟეტს  " ჯანდაცვის  სამინისტრომ შშმ თიკო ლანჩავას რეაბილიტაციის დაფინანსებაზე უარი უთხრა" საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან   გამოეხმაურნენ.

 “ თიკო ლანჩავას მდგომარეობის  გადამოწმების  შედეგად გაირკვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მისი მკურნალობა 2013 წელს  4000 ლარის ოდენობით დააფინანსა. საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების თაობაზე განცხადება განიხილა სამინისტროს რეფერალური პროგრამის კომისიამ. სამედიცინო ჩვენებაზე დაყრნობით კომისიის დასკვნით მდგომარეობა იმდენად უიმედოა, რომ დაფინანსების მიზანშეწონილობის ზღვარს სცდება." -ნათქვამია  ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდიდან მოწერილ    პასუხში.

სამინისტროს განმარტებით, რეფერალური პროგრამისათვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან, თანხა იხარჯება იმ პირებზე, რომელთა მკურნალობას მოჰყვება გარანტირებული დადებითი შედეგ.ასეთი პროგნოზი კი   თიკო ლანჩავას მდგომარეობაათან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს არ გააჩნია: "მისი იმდენად მძიმეა, რომ დაფინანსების შემთხვევაშიც კი პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. "-მიიჩნევს სამინისტრო.

შეგახსენებთ, თიკო ლანჩავა 2013 წელს ავარის შედეგად, მძიმე  ტვინის დამბლით ორი წლის განმავლობაში ურეფლექსოდ ლოგინს არის მიჯაჭვული.

თიკო ლანჩვას დედა მაია ფაშკუიძე  განმარტავს, რომ მას აქვს  გერმანიის სარეაბილიტაციო ცენტრიდან  “ვიტგენშტაინერი” მოწვევა,რომელშიც  მთავარმა ექიმი ირწმუნება ,  რომ თიკო ლანჩავა  მკურნალობას ექვემდებარება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი