|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

’’ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’-ს აჭარის ორგანიზაციაში ხელმძღვანელობის გადაყენებას ითხოვენ

 ’’ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’-ს  აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ელიზბარ  მაკარიძე  პარტიის რეგიონალური ხელმძღვანელების გადაყენებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება მან საკუთარი facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა: "აჭარაში მოქმედი პარტია ’’ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო’’- დამფუძნებლები და წევრების დიდი ნაწილი მოვითხოვთსასწრაფოდუახლოეს დღეებში გადაყენებული იქნენ პარტიის მოქმედი ხელმძღვანელები და არჩეულ იქნას ხელმძღვანელებად ქვეყნისათვის რეალურად გულშემატკივარი ადამიანებიწინააღმდეგ შემთხვევაში დავტოვებთ პარტიას!“ - აცხადებს მაკარაძე.

ძალიან ბევრ რამეზე გვწყდება გული. კარგად გვახსოვს ის ხალხი, ვინც განსხვავებული აზრის გამო,  გვდევნიდა.  აქციებზე დასწრების გამო ,,ოცნების’’ მხარდამჭერებს, ბევრს შეუქმნეს პრობლემები და ახლა ეს პიროვნებები დაწინაურებულები არიან სხვადასხვა თანამდებობებზე,  რაც ხალხის სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს.  მიმაჩნია, რომ პარტია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო’’ ასეთი მედროვეებისგან უნდა გათავისუფლდეს. ვთვლი, რომ სჯობს, კოალიციის წევრებმა სიმართლის თქმით ერთმანეთს ვაწყენინოთ, ვიდრე ხალხი დაგვრჩეს განაწყენებული.  ჩვენ ხელისუფლებაში იმიტომ არ მოვსულვართ, რომ  ,,ნაციონალებმა’’ ,,იგულავონ’’.-განმარტა "Newpress.ge"-თან  საუბარში ელიზბარ მაკარაძემ.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა