|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა მიმდინარეობს

საქართველოს მასშტაბით სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა მიმდინარეობსოლიმპიადის ინიციატორია ორგანიზაცია "მოქალაქე".  ოლიმპიადის პირველი ტურის მსვლელობას, დღეს,  თბილისის მე-10 საჯარო სკოლაში ორგანიზაცია "მოქალაქის" აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი დააკვირდნენ. 
 ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით,  ოლიმპიადის პირველ ტურში საქართველოს ყველა რეგიონის 1277 სკოლის 22 000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.

"ოლიმპიადა მიმდინარეობს ერთ საგანში. ეს არის სამოქალაქო განათლება. ძალიან საინტერესო საგანია. ჩვენი ორგანიზაცია მაქსიმალურად ცდილობს მოსწავლეებში აამაღლოს ამ საგნის ცოდნა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არის ჩვენი პირველი პროექტი. ძალიან კმაყოფილები ვართ, მოსწავლეების აქტიურობით და იმედი გვაქვს, რომ ძალიან კარგი შედეგები გვექნება", - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა. 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, მოსწავლეები ტესტირებას საკუთარ სკოლებში გაივლიან.  გამარჯვებული 2 დღეში გამოვლინდება.

 "დაახლოებით 2 დღეში გვეცოდინება 2000 გამარჯვებული მოსწავლე, რომელიც მეორე ტურში გადავა. მეორე ტური სავარაუდოდ, მომავალი წლის თებერვალში, ან მარტში გაიმართება. მესამე ტურში 200 მოსწავლე გადავა, ხოლო საბოლოოდ, 20 გამარჯვებული გამოვლინდება", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა