|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სიკეთე გაიმარჯვებს და საქართველოც ბევრად უფრო გაძლიერდება და გამთლიანდება"

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სრულიად საქართველოს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს. 
როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა, წმინდა გიორგი არის გამარჯვების სიმბოლო და საქართველოში სიკეთე გაიმარჯვებს, ქვეყანა გამთლიანდება. 
"მინდა მთელ საქართველოს, მათ, ვინც არ არიან საქართველოში, მათ ვინც არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით მივულოცო წმინდა დღე , რომელიც არის განმათავისუფლებელი, რომელიც არის ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლო. მინდა გამოვთქვა რწმენა და ყველა დაგარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენთან სიკეთეც გაიმარჯვებს და საქართველოც ბევრად უფრო გაძლიერდება და გამთლიანდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა