|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში ამინდი უარესდება

საქართველოში ნალექიანი ამინდი უახლოეს დღეებში შენარჩუნდება. 25 ნოემბერს კი საქართველოს მთიან რაიონებში, ასევე  დედაქალაქში, მოსალოდნელია თოვლი. ამის შესახებ 

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური აცხადებს.
"დასავალეთშიც და აღმოსავლეთშიც, ხვალ და ზეგ წვიმიან ამინდს ველოდებით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმაც. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია მცირე თოვლი. 25 ნოემბერს კი აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებშიც ველოდებით თოვლჭყაპს"
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში, ღამის საათებში 5-10 გრადუსი, ხოლო დღისით 8-13 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთში ღამე 0- 5 გრადუსი - დღე 5-10 გრადუსს მიაღწევს.

ავტორი: ნიუპრესი