|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თეა წულუკიანი: ქალთა მიმართ ძალადობა არ არის მხოლოდ ქალების პრობლემა

   იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოს მასშტაბით გამართულ აქციებს გამოეხმაურა.  მისი განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობა  არ არის მხოლოდ ქალების პრობლემა და სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს ბოლომდე უნდა გაითავისონ.

,,მისასალმებელია, რომ არასამთავრობო სექტორმა რამდენიმედღიანი, ყოვლისმომცველი კამპანია გამოაცხადა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და მას ისეთი წამყვანი უწყებები შეუერთდნენ, როგორიცაა შინაგან საქმთა სამინისტრო და პროკურატურა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უბნის ინსპექტორებმა, პოლიციელებმა, გამომძიებლებმა და პროკურორებმა ბოლომდე გაითავისონ, რომ ეს პრობლემა ჩვენი, ყველას პრობლემაა და ეს არ არის მხოლოდ ქალების პრობლემა.“

     წულუკიანმა  ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში განათლების როლის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება. ,,ძალიან პატარა ასაკიდან ყველას უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ოჯახში ერთმანეთთან ფიზიკური შეხლა-შემოხლა არ შეიძლება იყოს წესი და იქ,  სადაც ეს მოხდება, სამართალდამცავების რეაგირება უნდა იყოს მკაცრი. ოჯახში ძალადობის კულტის დაგმობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“- განაცხადა წულუკიანმა დღეს, იმერეთში ვიზიტისას.

 

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა