|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მანანა კობახიძე:"არ გაძლევთ სიტყვას, მიჩივლეთ საპროცედურო კომიტეტში"


საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა ბიუროს სხდომაზე  დაწყებული ხმაური და დაპირისპირება საპარლამენტო სესიაზეც გააგრძელეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სიტყვით  დამატებით გამოსვლას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ არ მისცა,  არგუმენტით -უმცირესობიდან 7 გამომსვლელმა ისაუბრა, უმრავლესობიდან კი მხოლოდ 3-მა. ამის შემდეგ კი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ყვირილი და ხელების ბრახუნი დაიწყეს.
"არ გაძლევთ სიტყვას, მიჩივლეთ საპროცედურო კომიტეტში რეგლამენტის დარვევის გამო. თქვენ არღვევთ კანონს, არ გირთავთ მიკროფონს და ყვირიხართ"- განაცხადა ვიცე- სპიკერმა, რომელმაც წესრიგის დაცვაში დახმარებისათვის მანდატურებს უხმო.
საქართველოს 2015 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის პირველი მოსმენით წარდგენა ხმაურისა და შეძახილების ფონზე დაიწყო.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა