|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულომ 2014 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა

ქუთაისში საკრებულოს რიგით მეექვსე სხდომაზე დეპუატებმა 15 საკითხი განიხილეს. მთავარი საკითხი, რომელიც ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტის ცვლილებებს შეეხებოდა,  ქალაქის მერის მოადგილემ, ნოდარ მიქიაშვილმა წარმოადგინა. ცვლილებების თანახმად, 30 ათასი ლარით შემცირდა სოციალურად დაუცველი ოჯახების პირობების გაუმჯობესებისთვს გამოყოფილი თანხა. სამედიცინო დახმარების პროგრამას  კი 20 ათასი ლარი დაემატა. “მთავარ ცვლილებას წარმოადგენს ოპერის თეატრის და მესხიშვილის თეატრისდაფინანსების ზრდა. დანარჩენი თანხები უბრალოდ გადანაწილდა მიმართულებებს შორის.“- განაცხადა ნოდარ მიქიაშვილმა.

2014 წლის საბიუჯეტო ცვლილებებს მხარი  ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს.

 „ამ ცვლილებებში ლოგიკას ვერ ვხედავ. ზოგ ცვლილებას მივესალმები, მაგრამ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მესხიშვილის თეატრისთვის 90 ათასი ლარით, ხოლო ბალანჩივაძეების ოპერის თეატრის 120 ათასი ლარით დაფინანსებას გულისხმობს, მხარს ვერ დავუჭერთ. თეატრის დირექტორს კულტურის სამინისტრო ნიშნავს და გადაწყვეტილებებსაც ის იღებს, ჩვენ ფორმალურად ფულს გვახდევინებს. უმჯობესია, ეს თეატრები მთლიანად  მერიის, ან კულტურის სამინისტროს ბალანსზე იყოს.“- აღნიშნა ბესიკ ბრეგაძემ. 

გარდა ამისა ფრაქცია ნაციონალების წარმომადგენლების შენიშვნა შეეხებოდა საკანალიზაციო და ღვარსადენი სიტემების მოწესრიგებისათვის განკუთვნილი თანხის შემცირებას.

 ქალაქის მერის მოადგილემ ამის შესახებ განაცხა:  "67 ათასი ლარი მოაკლდა ღვარსადენების და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებისთვის საჭირო თანხას, რადგან  ღვარსადენების ნაწილი, გაწმენდის კუთხით, მოწესრიგებულია, აღარაა მეტი თანხა აქ საჭირო.“- განაცხადა ნოდარ მიქიაშვილმა. 

ქუთაისის საკრებულომ 2014 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ბექა ყანჩელის თქმით, საერთო ჯამში,ქალაქის  2014 წლის  ბიუჯეტი 180 ათასი ლარით გაიზარდა.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა