|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის თანამშრომელი გასაუბრებიდან გამოსვლის შემდეგ გარდაიცვალა

ქუთაისის მერიის თანამშრომელი, რომელიც მერიაში მიმდინარე თვითმმართველობის კონკურსში მონაწილეობდა,  გასაუბრებიდან  გამოსვლის შემდეგ  მოულოდენლდ ცუდად გახდა.

როგორც გაირკვა,  ის მერიის შენობაში თანამშრომელს ესაუბრებოდა, როდესაც ცუდად გახდა.  თვითმხილველების თქმით, მერაბ  ჭეიშვილს სასწრაფო დახმარებამ ვეღარ მოუსწრო და ის ადგილზევე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით,  მერაბ ჭეიშვილს ინსულტი ჰქონდა გადატანილი. ის ქუთაისის მერიაში საბინაო სამსახურში მუშაობდა.

 

ავტორი: ნიუპრესი