|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არასამთავრობოები ახალ "შრომის კოდექსს" იწონებენ

„ დასაქმების ადგილზე სქესის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციის და მისი სამართლებრივი შედეგების” შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალმა. "კვლევა, ძირითადად, სქესის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციას და ქალის უფლებებს ეხებოდა. ასევე განვიხილეთ, თუ რა ცვლილებები შევიდა ბოლო პერიოდში კანონში ფეხმძიმობასთან დაკავშირებით. ყველა ეს ცვლილება დაკავშირებულია საერთაშორისო ხელშეკრულების მოთხოვნებთან.“, - განაცხადა საიას იურისტმა ზაალ გორგიძემ. 

შეხვედრაზე,რომელსაც ქუთაისში მმოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ,  ახალი "შრომის კოდექსი" დადებითად შეაფასეს, თუმცა მასში არსებულს ხარვეზებზეც ისაუბრეს. 

წინა წლების შრომის კოდექსთან შედარებით, ახალ "შრომის კოდექსში" გაუმჯობესებულია, როგორც დამქირავებლის, ასევე დაქირავებულის უფლებები",-აღნიშნა ზაალ გორგიძემ.

ამავე პოზიციას იზიარებს "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" ქუთაისის რეგიონალური ოფისის კოორდინატორი თეონა ზაქარაშვილი. მისი თქმით: ,,შრომის კოდექსის ახალი რედაქციის მიხედვით  დახვეწილია სამართლებრივი საკითხები. დამქირავებელმა, რომელიც ათავისუფლებს დასაქმებულს, უნდა დაასაბუთოს მიზეზი, თუმცა არის საკითხები, რომელთა უკეთ რეგულირებაა საჭირო, რათა კიდევ უკეთესი შრომის კოდექსი მივიღოთ“-განაცხადა მან.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა