|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2015 წლის ბიუჯეტში მოსახლეობის რეკომენდაციები ნაწილობრივ აისახა

პროექტის "ეს მუშაობს" ფარგლებში მოსახლეობის რეკომენდაციები 2015 წლის ბიუჯეტში აისახა.  ქუთაისის მერმა საკრებულოს მოსახლეობის რეკომენდაციები წარუდგინა.    პირველი პრიორიტეტს "ახალგაზრდული დასაქმების ხელშეწყობა" წარმოადგენდა. ამ რეკომენდაციას 213 ათასი ლარით დააფინანსებენ. "კულტურული, ხელოვნებითი და სამეცნიერო ღონისძიებების ნაკლებობა - "წინა წელთან შედარებით კულტურული და განათლების ღონისძიებები გაზრდილია. 2015 წელს ამ სფეროსთვის გამოყოფილი თანხა 990 ათასი ლარია."- განაცხადა შოთა მურღულიამ.

მოსახლეობის კიდევ ერთი რეკომენდაცია საბავშვო ბაღების და არასაკმარისი დაფინანსებაა, ქალაქის მერმა ბიუჯეტის წარდგენისას აღნიშნა: "შენდება 2 ბაღი, გაზრდილია დაფინანსება, 2015 წელს ამ მიმართულებით 8 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯება,"- აღნიშნა ქალაქის მერმა.

მეოთხე რეკომენდაცია გაუმართავი სანიაღვრე ქსელი და მოუწესრიგებელი გზები იყო.   ადგილობრვმა თვითმმართველობან ამ მიმართულებით თანხები ასე გადაანაწილა: 764 ათასი ლარი ღვარსადენების მოსაწერიგებლად, გზებისთვის 800 ათასი ლარი. ეს მიმართულება დამატებით რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდება.

2015 წლის ბიუჯეტში არ აისახა რეკომენდაცია მუნიციპალური ტრანსპორტის შესახებ. შოთა მურღულიამ პრეზენტაციისას აღნიშნა : "ეს რეკომენდაცია ვერ ასიახა ბიუჯეტში, აქ რჩება პრობლემა. ამ მიმართულებიდან ბიუჯეტში შემოვა თანხა. მინდა, რომ არ გაიზარდოს საფასური. აქ საქმე გვაქვს ეგრეთწოდებულ "შუა რგოლებთან" და ამ მიმართულებიდან თანხების შემოსვლა შესაძლებელია თუ ამ "შუა რგოლებს"  მოვშლით", - განცხადა შოთა მურღულიამ. მისივე თქმით, 1 თვის შემდეგ მზად იქნება და წარადგენენ სატრანსპორტო მიმართულებით არაკორუმპირებულ სქემას.

 მოსახლეობის კიდევ ერთ რეკომენდაციას წარმოადგენდა საბინაო ფონდის შექმნა. ქალაქის მერმა განაცხადა: "მიმდინარეობს მუშაობა სამინისტროებთან შენობის გადმოცემასა და მათი რემონტებისათვის თანხების მოძიების კუთხით."

პროექტის "ეს მუშაობს" ფარგლებში 514 -მა მოქალაქემ ბიუჯეტში გასათვალისწინებელი 8 რეკომენდაცია შეიმუშავა. პროექტის ფარგლებში  მოსახლეობა  2016 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაშიც მიიღებს მონაწილეობას.

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა