|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში "რა? სად? როდის?" საიუბილეო თამაში გაიმართა

წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში „რა? სად? როდის?"  ღია ჩემპიონატი გაიმართა.  ჩემპიონატი"რა? სად? როდის?"  სპორტული ვერსიის მიხედვით ჩატარდა. თამაშზე 77 კითხვა დაისვა. ჩემპიონატში საქართველოს ინტელექტუალური თამაშებისა და საერთაშორისო ფედერაციის წესების მიხედვით  სამ საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

"20 წელი შეუსრულდა ინეტელექტუალურ თამაშებს წყალტუბოში.  გამოვავლინეთ გამარჯვებულები, რომლებსაც ფულადი პრიზები, კერძოდ წიგნები გადავეცით."- აღნიშნა წყალტუბოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა  დავით როყვამ.  

ჩემპიონატი  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის და წყალტუბოს ინტელექტუალური თამაშების კლუბმა ჩაატარა.  დღევანდელი ჩემპიონატი   წყალტუბოში ინტელექტუალური თამაშების დაარსების  20 წლის თავს მიეძღვნა.

ავტორი: ანა ჯიქია