|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ალექსანდრე გრიგოლაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედრო ალექსანდრე გრიგოლაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 08:30 საათზე დაეშვა. გარდაცვლილი სამშობლოში მისმა ორმა უკრაინელმა თანამებრძოლმა ჩამოაცილა. 
აეროპორტში ჩამოსვენების ცერემონიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე და უკრაინის კონსული დაესწრნენ. აეროპორტში იმყოფებოდნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები. გარდაცვლილის ცხედარი თბილისის აეროპორტიდან პირდაპირ ქუთაისში, მის საკუთარ სახლში გადაასვენეს. 

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის მეუღლის, ქრისტინე სვანაძის განცხადებით, მისი მეუღლე უკრაინაში არავის სიტყვით არ წასულა. როგორც ქრისტინე სვანაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მეუღლე მთელი ერის გმირია.
"ალეკო არავის სიტყვით არ წასულა უკრაინაში, როგორც დღეს ამაზე საუბრობდნენ, რაც სამწუხაროა. ალეკო წავიდა იმის გამო, რომ ჩვენ და უკრაინას ერთი საერთო მტერი გვყავს. მეოთხე ომია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო", - განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ.
ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც "აიდარში" იბრძოდა, 18 დეკემბერს დაიღუპა. იგი 32 წლის იყო. გრიგოლაშვილი 2007-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა