|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ ხუბუტია: "არ მოველოდი, რომ ჩემს სამშობლოში ასეთი ინციდენტი შემემთხვეოდა"

რესტორან "თავადურში", გუშინ, ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია სცემეს. "ჩემი გვარი არ მოეწონათ ალბათ, სამი დაცვის წევრი დამესხა თავს და მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, ასეთ რამეს არ მოველოდი... არ ველოდი, რომ ჩემს სამშობლოში ასეთი ინციდენტი შემემთხვეოდა", - განაცხადა   ხუბუტიამ მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენსა და რესტორნის დაცვის წევრებს შორის მოხდა.  "თავადურის" დაცვის თანამშრომლების თქმით, ხუბუტია  რესტორანში 5-6 პირთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა რამ გამოიწვია დაპირისპირება,  ვერ აკონკრეტებენ. დაპირისპირების შედეგად სხეულის მძიმე დაზიანებები ინციდენტში მონაწილე არც ერთ პირს არ მიუღია.  ინციდენტის შედეგად  არც რესტორანში  დაზიანებულა რამე.  სიტუაცია სემთხვევის ადგილზე მისულმა  საპატრულო პოლიციამ განმუხტა, რის შემდეგაც ხუბუტია სამართალდამცველებმა  დაკითხვაზე გადაიყვანეს.
 მომხდართან დაკავშირებით  სისხლის სამართლის საქმე 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე აღიძრა. 

ავტორი: ნიუპრესი