|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა გადაიდო

საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა პარლამენტში  4 თებერვალს აღარ გაიმართება. განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის მიმართვის თარიღის გადადების თაობაზე ბიუროს სხდომაზე განაცხადა. უსუფაშვილის განმარტებით, საშემოდგომო სესიაზე ვერ მოხერხდა რიგი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და სწორედ ამ თემებზე მსჯელობას დაუთმობს პარლამენტი თებერვლის დასაწყისს. 

 პრეზიდენტის  პარლამენტში გამოსვლის თარიღი პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კონსულტაციების შედეგად დაზუსტდება.


ავტორი: ნიუპრესი