|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მანანა კობახიძემ პატრულის თანამშრომელი არაადეკვატურობაში დაადანაშაულა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სკანდალურ ვიდეომასალას ეხმაურება, სადაც მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი, პატრულ ინსპექტორს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და სამსახურიდან გაშვებით ემუქრება.

  კობახიძემ ყუშიტაშვილს ,,ხულიგანი გოგო", ხოლო პატრულ ინსპექტორს "არაადეკვატური" უწოდა. მისი თქმით, რაც მოხდა მაინც პატრულის ბრალია.  "არ უნდა მიეცა საშუალება მას, რომ მოქალაქეს წესრიგი დაერღვია და მისთვის ეგინებინა. ეს არის შეცდომა. ამ ქალბატონმა იხულიგნა. მე არ ვიცი, ვინ არის ის და ვის ესაუბრა, ეს არის დასადგენი. როგორც თქვა, მან მოიტყუა, რომ პატრულის უფროსს ესაუბრა. ვერ გეტყვით, ამ შემთხვევაში მასსა და საპატრულო პოლიციის თბილისის განყოფილების ხელმძღვანელს შორის, არის თუ არა კავშირი," - განაცხადა კობახიძემ. 
   კობახიძემ აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია ,,რუსთავი 2" -ის ეთერში, გადაცემა ,,არჩევანში" გააკეთა.


ავტორი: გიგა გელხვიიძე