|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში იპოთეკით დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

ქუთაისში იპოთეკით დაზარალებულები დახმარებას და გამოსახლებების შეჩერებას ითხოვენ. მათ  შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტში გამართეს.  იპოთეკით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის, დარეჯან სულაქველიძის თქმით, მთავრობამ იპოთეკით დაზარალებულების მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს და მათ  ალტერნატიული ფართი  შესთავაზონ.  "სახელმწიფო და თვითმმართველობა არ ფიქრობს იპოთეკით დაზარალებულებისთვის მდგომარეობის შემსუბუქებაზე. როდესაც ასახლებენ, მაშინ ალტერნატიული ფართი უნდა შესთავაზონ. თუ ამის შესაძლებლობა არ აქვს სახელმწიფოს,  ის მაინც გააკეთონ, რომ საკუთარ კერზე შეუწყონ ხელი.  რისთვისაა სახელმწიფო და რისთვის ვართ ჩვენ მოქლაქეები? მათ მარტო არჩევნებზე ვჭირდებით",- განაცხადა დარეჯან სულაქველიძემ. 

იპოთეკით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის წევრები მობილური ჯგუფების შექმნას აპირებენ და აცხადებენ , რომ იმ იპოთეკართა სახელები და გვარები, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი სოციალური მდგომარეობით სარგებლობენ, ხვალიდან, მთელი ქალაქისთვის იქნება ცნობილი. 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა