|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რეფორმა ადამიანის ბედნიერებისთვის ტარდება და არა უბედურებისთვის"

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი საჯარო დაწესებულებებში ხელფასის გაუცემლობას აპროტესტებს. გოგი წულაია ამბობს, რომ ეს ხელისუფლების უსუსურობის მაჩვენებელია. "ხელისუფლების წარმოადგენლები გეტყვიან, რომ ეს რეფორმამ გამოიწვია, თანხები ხაზინაში გადავიდაო. შეეძლოთ ჯერ დაერიგებინათ ხელფასები და შემდეგ ჩაეტარებინათ ეს რეფორმა. მაქვს ეჭვი, რომ ლარის კურსს ვერ ინარჩუნებენ, სწორედ ამიტომ დააგვიანეს ხელფასები. ღარიბაშვილმა თქვა ლარის კურსსზე, არაა კატასტროფული მდომარეობაო. ეს მისთვის არაა კატასტროფა, აბა ნახოს,  ბაღის მასწავლებლისთვის ან გალერიის თანამშრომლისთვის თუ არ არის კატასროფა",- განაცხადა გოგი წულაიამ. 

მისივე თქმით, თუ ხელფასები ბაღებში, მუზეუმებში და ა.შ არ დარიგდება, ის მოსახლეობას უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს. " თუ ხელფასების გაცემა არ მოხერხდება, მაშინ მოვუწოდებ ხალხს დაიცვან თავისი უფლებები, დავდგეთ მერიასთან. თუ რეფორმის თავი არ ქონდათ და ვერ აკეთებდნენ ორ კვირაში, მაშინ ერთი თვე აეღოთ. რეფორმა ადამიანის ბედნიერებისთვის ტარდება და არა უბედურებისთვის", - განაცხადა გოგი წულაიამ. 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა