|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ გაიცემა პრემიები და სახელფასო დანამატები ქუთაისის მერიაში?

  ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მედიის წარმოამდგენლებთან პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის წესის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით,  უნდა შემუშავდეს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება, როგორც პრემიების, ასევე სახელფასო დანამატების გაცემა. 
,,ბოლო წლების განმავლობაში პირველად იყო, რომ მასშტაბური საახალწლო პრემიები არ გაცემულა, იმიტომ რომ მე ჩემი შეხედულებები მაქვს, როგორ უნდა გაიცეს პრემია და დანამატი. როდესაც კარგად იმუშავებს თანამშრომელი და მეტ სამუშაოს შეასრულებს, ვიდრე ეს კანონით აქვს დამტკიცებული, მასზე ან დანამატი უნდა გაიცეს, ან წახალისების მიზნით პრემია. თუმცა ეს ყველაფერი არ უნდა იყოს მასშტაბური, რადგანაც მასშტაბური პრემია, შეიძლება დემოტივაციას უკეთებდეს იმ ადამიანს, ვინც სხვაზე მეტი იმუშავა", - განაცხადა მურღულიამ.
 ქალაქის მერი ფიქრობს, რომ პრემიების გაცემისთვის აუცულებელია კონკრეტულმა სამსახურებმა, კვარტალურად უნდა მოახდინონ ანგარიშის ჩაბარება საზოგადოებისთვის და ნათლად განუმარტონ, მას თუ რამდენად შესრულდა მათთვის დაკისრებული სამუშაო გეგმა.  
  ,,რაც შეეხება პრემიების გაცემის განსაზღვრას, ჯერ-ჯერობით არ არის კონკრეტული გეგმა შემუშავებული, თუმცა მე მაქვს ჩემი ხედვები ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველა სამსახური გააკეთებს პრეზენტაციას, თუ რა გააკეთა წინა წელს. რა იყო დაგეგმილი, რამდენი ცვლილება შევიდა, გაეზარდათ თუ არ გაეზარდათ მათ სამუშაო და თუ ეს იქნება მოწონებული და მე მინდა, რომ ამას ესწრებოდეს ჟურნალისტები, გაიხემა რეკომენდაცია პრემიის თაობაზე. ამის შემდგომ სამსახურის უფროსმა უნდა წარმოადგინოს იმ თანამშრომელთა ნუსხა, რომლებმაც ყველაზე მეტი დატვირთვით იმუშავეს. მე მინდა რომ მოვახდინო ერთგვარი დეცენტრალიზაცია სამსახურის შიგნითაც და სამსახურის უფროსი უნდა იყოს ვალდებული კვარტალურად წარმოადგინოს, თუ რა გააკეთა მისმა სამსახურმა და ყოველივე ეს გააცნოს საზოგადოებას" ,- აცხადებს მურღულია. 
 მერის თქმით, ასევე საკანონმდებლო დონეზე მიმდინარეობს შესწავლა, თუ რამდენად შესაძლებელია შაბათს მუშაობა შესაბამისი სახელფასო დანამატით. 
    ,,დანამატებს,  რაც შეეხება ქუთაისის მერიაში, პრაქტიკულად შაბათ-კვირასაც არის მუშაობა და საკანონმდებლო დონეზე ვაზუსტებთ, რომ შეიძლება შაბათსაც ვიყოთ მხოლოდ შესაბამისი სახელფასო დანამატით. ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურის სამსახური, რომლისთვისაც, პრაქტიკულად, შაბათი და კვირა არ არსებობს და ისინი მუდმივად მუშაობენ" ,- განაცხადა შოთა მურღულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
   

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა