|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მმართველ გუნდში ერთმანეთს ზაქარია ქუცნაშვილი და ვახტანგ ხმალაძე დაუპირისპირდნენ

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ვახტანგ ხმალაძესა და ზაქარია ქუცნაშვილს შორის კამათი ვაზაგაშვილის საქმეზე მთავარი პროკურატურის წარმომადგენლების პარლამენტში დაბარების საკითხს მოჰყვა. კამათი მას შემდეგ დაიწყო, როცა ზაქარია ქუცნაშვილმა მთვარი პროკურატურის წარმომადგენლების იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დახურულ სხდომაზე მოწვევა მოითხოვა. ქუცნაშვილი ითხოვდა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, მათი შეთანხმების შესაბამისად, მოეწვია პროკურატურის წარმომადგენლები ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ვახტან ხმალაძის თქმით კი, მთავარი პროკურორი არ არის მოხელე, რომლის არჩევასა თუ დანიშვნაში მონაწილეობს პარლამენტი, შესაბამისად, მასზე საპარლამენტო კონტროლი შეზღუდულია, ამიტომ საჭიროა მთავარი პროკურორისა და პროკურატურის წარმომადგენლების  მოწვევა პარლამენტში განხილული იყოს პლენარულ სხდომაზე. 

"ჩვენ იმაში კი არ უნდა ვიხარჯებოდეთ, რომ მას უფლება აქვს გინდა მოვიდეს, გინდა არ მოვიდეს.  ჩვენ ჩვენი ნება უნდა გამოვხატოთ. თუ იურიდიული კომიტეტი თავის საბჭოდან დაწყებული რიგითი წევრით დამთავრებული მიიჩნევს არსებობს შეკითხვები და მისი დასმა არის სწორი და დროული დღევანდელ დღეს, არ ჯობია დახურულ სხდომაზე დაისვას, ვიდრე პარლამენტის ღია სხდომაზე?" - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. 
"ბატონო ზაქარია, რა სჯობს, რა არ სჯობს ერთი საქმეა, ჩვენ ვართ სახელმწიფო ორგანო, პროკურატურაც სახელმწიფო ორგანოა. თქვენ კარგად მოგეხსენენათ, სახელმწიფო ორგანოების უფლება მოსილებები კანონით განისაზღვრება. ეს უფლებაოსილებები არის შეზღუდული, კანონით განსაზღვრული სწორად არის თუ კარგად ეს განსაზღვრული ეს ერთი საქმეა. მეორე საქმეა როგორც არის.  ჩვენ ჩვენს უფლებამოსილებებს ვერ გავცდებით, ამის უფლება არ გავქვს", - უპასუხა ვახტანგ ხმალაძემ.
აქვს თუ არა იურიდიულ კომიტეტს მოიწვიოს სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლები? ამ საკითხში პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძის აზრს  იზიარებს: "კომიტეტს შეუძლია მოიწვიოს პროკურატურის წარმომადგენლები სხდომაზე, თუმცა მთავარ პროკურორს არ აქვს ვალდებულება გამოცხადდეს კომიტეტის სხდომაზე. ეს ვალდებულება მთავარ პროკურორს წარმოეშვება იმ შემთხვევაში, თუ პარლამეტი მოითხოვს მის პლენარულ სხდომაზე მოსვლას", - განმარტა გიორგი კახიანმა. 

ავტორი: ნიუპრესი