|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კოალიცია "ქართული ოცნება" პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს

კოალიცია "ქართული ოცნება" პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. სხდომა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს. 
პოლიტსაბჭო მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავს, მათ შორის პარლამენტის მომავალი კვირის სამუშაო დღის წესრიგს.
პარლამენტის საგაზაფხულო სესია სწორედ მომავალ კვირას გაიხსნება.
კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო მსგავსი ტიპის სამუშაო სხდომებს ინტენსიურად მართავს, მათ შორის მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე სასაუბროდ პოლიტსაბჭო რამდენიმე დღის წინაც შეიკრიბა.
სხდომას, ტრადიციულად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.


ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი