|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულებულია

კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა დაახლოებით 5 საათი გაგრძელდა. შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და საგაზაფხულო სესიაზე განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს. სხდომაზე არ განუხილავთ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურის საკითხი. პოლიტსაბჭოს წევრები პრეზიდენტისთვის საკუთარი კანდიდატურის შეთავაზებას არ აპირებენ.   ამ თემაზე კომენტარი ზურაბ ტყემალაძემ გააკეთა.  მან იმ კრიტერიუმებზე ისაუბრა, რომელსაც უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. „უნდა იყოს აპოლიტიკური პიროვნება, გამოცდილი, სასურველი იქნება, აკადემიური წრეებიდან, საყოველთაოდ ცნობილი და პატიოსანი კაცი“, - აღნიშნა  უმრავლესობის დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ.

კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს დასრულებულია, კიდევ როდის შეკრიბებიან პოლიტსაბჭოს წევრები უცნობია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა