|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე

იმერეთის ახალმა გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ ქონებრივი დეკლარაცია, ვაკის რაიონის გამგებლობისას შეავსო.  დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ თბილისში ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩებზე მდებარე 57,00 და 150 კვ.მ. ბინებს ფლობს.

 ჭიჭინაძე ადიგენის რაიონში, დაბა აბასთუმანში მდებარე მიწის ნაკვეთის 100%-იანი წილის  და ამავე რაიონში რუსთაველის ქუჩაზე 30,00 კვ.მ ფართობის ბინის მფლობელია.
 ასევე მის საკუთრებშია საცხოვრებელი სახლი ამბროლაურის რაიონის, სოფელ ქვემო თლუღში, რომლის ფართობის 160.00 კვ.მ - ია თუმცა ამავე დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნულის ახლის 50%-იანი წილის მფლობელი ირაკლი ჩლაიძეა.

 აღნიშნული დეკლარაციის მიხედვით ვგებულობთ, თუ რა ქონებას ფლობს ჭიჭინაძის მეუღლე მაია სოხაძე. დეკლარაციის მიხედვით, ის თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე 54.00 კვ. მ და 30.00 კვ.მ ფართობის ბინების 100%-იანი წილის მფლობელია.

 გივი ჭიჭინაძეს მოძრავი ქონების გრაფაში მითითებული აქვს, რომ ის ფლობს ავტომისაბმელ grand vitara-ს.

 რაც შეეხება ჭიჭინაძის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსებისას მის სახელფასო ანგარიშზე 0.00 ლარი ირიცხება. ხოლო რაც შეეხება მის შემოსავალს აღნიშნული დეკლარაციის მიხედვით 2013 წელს მან გრანტის სახით 3000.00 ლარი აიღო.

 


ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა