|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დავიცვათ ქართული ენა ბარბარიზმებისგან" -აქცია, რომელმაც საქართველო მოიცვა

"დავიცვათ ქართული ენა ბარბარიზმებისგან" -აქცია, რომელმაც საქართველო მოიცვა. 

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი აქციაში მათ იწვევს, ვინც ქართული ენის ბედითაა დაინტერესებული. "21 თებერვალს, მშობლიური ენის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გადავწყვიტე, გამეკეთებინა ეს აქცია. მნიშვნელოვანია ქართული ენის დაცვა. ეს აქცია არაა მიმართული საერთაშორისო სიტყვების წინააღმდეგ. ყველა უცხოური სიტყვა არაა საერთაშორისო. პირველი სიტყვა, რომელიც გავახმოვანე, იყო "გააშიარე"  და მისი შესატყვისი "გააზიარე". ამის იდეა იყო "გააზიარე, როგორც იდეა", გამოიწვიეთ მეგობრები და უმტკივნეულოდ შეახსენეთ ერთმანეთს ქართული სიტყვები",- განუცხადა "Newpress.ge- ს ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა. 
იმისათვის, რომ აქციაში ჩაერთოთ, საკმარისა მარცხენა ხელის გულზე გადახაზული  ბარბარიზმის, ხოლო მარჯვენაზე, მისი შესატყვისის დაწერა. 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა