|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა მედიას 2015 წლის ტენდერების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

შოთა მურღულიამ 2015 წლის იანვრიდან დღემდე გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით მედიას ინფორმაცია მიაწოდა.  აღნიშნულ პერიოდში სულ 77 ტენდერი გამოცხადდა 15 445 874 ლარზე, მათგან 38-ზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

 მურღულიას განცხადებით, გამოცხადებული ტენდერები წინა წლებთან შედარებით ბევრად უფრო კონკურენტუნარიანია, რაც შესრულებული სამუშაოს ხარისხზე დადებითად აისახება. 
  ,,საკმაოდ კარგი ტემპი გვაქვს ტენდერების ჩატარების, რადგანაც მათი გამოცხადება დროულად მოხერხდა. ტენდერების დროულად გამოცხადების გამო ჩვენ მარტის ბოლოსთვის დაკონტრაქტებული გვექნება ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები. დასრულებულია უკვე ტენდერები ორმოული სამუშაოების შესრულებაზე და როგორც ხედავთ,  უკვე წარმატებით ხორციელდება. ტენდერებში ფასის კლებაც ფიქსირდება, რაც ნათლად ასახავს, რომ რაიმე ტიპის გარიგებებს  არ აქვს ადგილი", - განაცხადა მუღულიამ.
   მურღულიამ ისიც აღნიშნა, რომ თითოეულ იმ პირს, ვინც ტენდერების საკითხით დაინტერესდება, შეუძლია ეს ყველაფერი შესაბამის საიტზე ნახოს, თუმცა მათ ვისაც ამაში გარკვევა გაუჭირდება,  შეუძელია მიმართონ მერიას, სადაც მათ ყველაფერს დეტალურად აუხსნიან.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა