|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი მარგველაშვილი მთავრობას პირობის დარღვევის გამო საყვედურობს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობას პირობის დარღვევის გამო საყვედურობს. პრეზიდენტი მზად არის დეპუტატების მიმართვის შემთხვევაში, რიგგარეშე სხდომის მოწვევას დათანხმდეს.

ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა  განაცხადა.

აბაშიშვილის თქმით, პრეზიდენტსა და ეკონომიკური გუნდის მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მთავრობა სავალუტო სტაბილიზაციის კონკრეტულ გეგმას 5 მარტისთვის შეიმუშავებდა "სავალუტო ფონდსა" და "ეროვნულ ბანკთან" თანამშრომლობით. გეგმა, სამწუხაროდ, წარმოდგენილი არ არის, - ამბობს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილი.

"ჩვენ გვინდა შევახსენოთ პროცესში მონაწილე ყველა პირს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვალდებულება, წარმოდგენილ იქნეს სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა," - აცხადებს აბაშიშვილი, რომელმაც არ გამორიცხავს, რომ თუკი იქნება დეპუტატების მხრიდან მიმართვა რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა