|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გივი გურეშიძე:"აფხაზებთან და ოსებთან დიალოგისთვის გამოვიყენოთ რუსეთის შუამავლობა“

ქუთაისელი პოლიტოლოგი გივი გურეშიძე პრეზიდენტ გიორგი მარეგველაშვილს პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის საკუთარ ვესრიას სთავაზობს. როგორც მან „newpress.ge”-ს განუცხადა, თუ პრეზიდენტი პარლამენტში პაასიკივის (ფინელი პოლიტიკური მოღვაწე, ფინეთის პრეზიდენტი, 1946-1956 წლების ომში საბჭოთრა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდა.) მსგავსად წარდგება, ეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობას შეუწყობს ხელს. გურეშიძე ქვეყნის პოლიტიკური კურსის შეცვლასა და  აფხაზებთან და ოსებთან დიალოგისთვის რუსეთის შუამავლობას ურჩევს: "ბატონო პრეზიდენტო, იზრუნეთ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისათვის, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია, დაელაპარაკეთ რუსეთის პრეზიდენტს, ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე, დააჩქარეთ რუსეთთან ადრე არსებული სარკინიზო მიმოსვლის აღდგენა,  აფხაზებთან და ოსებთან დიალოგისთვის გამოვიყენოთ რუსეთის შუამავლობა და არა ჟენევა და მისთანები“,- ნათქვამია წერილში, რომლითაც პოლიტოლოგი პრეზიდენტს მიმართავს.
გივი გურეშიძე საზოგადოებას ახსოვს, როგორც  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ლექტორი, ახლა კი ის  თავის "საპატიო" სტუდეტნებს შორის პარლამენტარ ომარ ნიშნიანიძეს ასახელებს.  86 წლის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და  პოლიტოლოგი გივი გურეშიძე საზოგადოებრივ აქტიურობას კვლავაც  აგრძელებს, ადრე ის პარლამენტში "მოქალაქის ტრიბუნის"  შექმნასა და ამ ფორმატში სიტყვით გამოსვის უფლებას ითხოვდა,  ახლა პრეზიდენტისადმი წერილობითი მიმართვით დაკმაყოფილდა.



ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა