|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში საგაზაფხულო სამუშაოები მცირე ხარვეზებით მიმდინარეობს

 იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლების ინფორმაციით, საგაზაფხულო სამუშაოები ტექნიკის გაუმართავობის გამო ფერხდება. აღნიშნულის შესახებ დღეს გამგებლებმა იმერეთის გუბერნატორთან შეხვედრისას ისაუბრეს.

გამგებლების ინფორმაციით, ხშირია შემთხვევა, როდესაც მინდორში გაყვანილი ტრაქტორი გაუმართავია, არ აქვთ საკმარისი საწვავი, რაც სამუშაოებს აფერხებს.  პრობლემა ნაადრევმა გაზაფხულმაც შექმნა, რადგან მოსახლეობამ ხვნა-თესვის დაწყება პროექტის ვადების ამოქმედებამდე მოინდომა.

საგაზაფხულო სამუშაოების სახელმწიფო პროგრამა მესამე წელია მიმდინარეობს. გასულ წლებში ხვნა-თესვის პროგრამის ფარგლებში გამოვლენილმა პრობლემებმა გლეხების უკმაყოფილება გამოიწვია. თუმცა,  როგორც შპს „მექნიზატორის“ ზესტაფონის განყოფილების ხელმძღვანელი დავით ხუსკივაძე იმედოვნებს,  მიმდინარე წელს სამუშაოები წარმატებით შესრულდება.

იმერეთის რეგიონს ჯამში 210 ერთეული ტრაქტორი ემსახურება, თუმცა, მათგან რამდენიმე ერთეული გაუმართავია.

იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ დღეს საკონსულტაცო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა და  იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებისგან  მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტების შესახებ ანგარიში მოისმინა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა