|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონში დახრჩობას არასრულწლოვანი გოგონები გადაურჩნენ

სამაშველო სამსახურმა ორი არასრულწლოვანი გოგონა დახრჩობას გადაარჩინა. თვითმხილველთა თქმით, ისინი  სკოლის მოსწავლეები არიან. "სამაშველო სამსახურში შეტყობინება  13 საათზე შემოვიდა. თეთრ ხიდთან, მდინარეზე, ორი არასრულწლოვანი გოგონა იყო ჩასული. წყლის დონის მომატების გამო ბავშვები მდინარეში ქვებში ჩარჩნენ. სამაშველო ქვედანაყოფმა ბავშვები უვნებლად გამოვიყვანეთ", - განაცხადა სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა გიგა მაღლაფერიძემ.
შემთხვევას თვალს უამრავი თვითმხილველი ადევნებდა.
 მდინარე რიონზე წყლის დონის უეცარი მატება მასზე ჰესის არსებობასთანაა დაკავშირებული. 




ფოტოების ავტორი: მამუკა კაკაურიძე


ავტორი: ანა ჯიქია