|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისი შშმ პირთათვის დახურულია (ვიდეო)

სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისი რუსთაველის 18 ნომერში მდებარეობს. არსებული ინფრასტრუქტურის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებით სახალხო დამცველის სერვისებით ვერ სარგებლობენ, ვინაიდან ომბუდსმენის ოფისს ამ დრომდე არ აქვს პანდუსი.  მდგომარეობას ორსართულიან შენობაში შესასვლელი მრავალ საფეხურიანი კიბე ართულებს.

იყო მომენტი, რომ მესაჭიროებოდა სახალხო დამცველის ოფისის დახმარება, მაგრამ ეს ვერასდროს შევძელი. იყო შეხვედრები სახალხო დამცველთან, უჩა ნანუაშვილთან,  მაგრამ შესვლა ვერ მოვახერხე. ეს პრობლემა თითქმის ყველა   პირს აქვს. შენობა არ არის ადაპტირებული,  აქვს დიდი კიბეები.  ჩემით კი არა, დახმარებითაც ვერავინ ამიყვანს“, -აღნიშნავს შშმ პირი, ქეთევან ჭიღლაძე.

აღნიშნულ თემაზე ვრცელი მასალა იხილეთ „ახალი გაზეთი“ მომდევნო ნომერში.  



       

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი